საზოგადოება
14.07.2021 20:43
მთავრობის ინტენსიური მუშაობის შედეგად, პატრიარქისა და პრეზიდენტის ჩართულობით, ზაზა გახელაძე თავისუფალია - ირაკლი ღარიბაშვილი

გასული თვეების განმავლობაში, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული. ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ერგნეთში, ზაზა გახელაძის გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გახელაძის გათავისუფლების პროცესში, ასევე ჩართულები იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი და კათოლიკოს-პატრიარქი.

„პირველ რიგში, მადლობა ზაზას, ამ გმირ კაცს, ვაჟკაცს! მინდა გითხრათ, რომ ჩვენი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ჩვენი პატრიარქის და პრეზიდენტის უშუალო ჩართულობით, მთელი მთავრობა ვიყავით მობილიზებული ამ თვეების განმავლობაში, ჩვენ ინტენსიური მოლაპარაკებები ვაწარმოეთ და ზაზა არის თავისუფალი!

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა. მადლობა პატრიარქს, პრეზიდენტს, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომელს, სუს-ის ხელმძღვანელობას, შინაგან საქმეთა მინისტრს, ყველას ვინც ჩართული იყო ამ პროცესში. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, მადლობა მინდა ვუთხრა ამ გმირი კაცის დედას, მამას, მეუღლეს და მის შვილებს, რომლებიც ელოდებიან“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კვირის ამბები