საზოგადოება
14.07.2021 16:45
ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, „გორმედის“ ქსელის ვაცინაციის კაბინეტებში 3 095 მოქალაქე აიცრა - ხათუნა შრუბი

,,გორმედის“ ქსელში აქტიურ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე აიცრა 3 095 მოქალაქე, - ამის შესახებ ,,გორმედის“ ქსელის კლინიკურმა დირექტორმა ხათუნა შრუბმა განაცხადა.

შრუბის ინფორმაციით, ,,გორმედის“ გორის და ქარელის კლინიკების ვაქცინაციის კაბინეტებში უკვე დარეგისტრირდნენ შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლები, დაცვის პოლიციის და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლები.

,,შეფერხებების გარეშე, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს ,,გორმედის“ ქსელის ორ კლინიკაში - გორსა და ქარელში ვაქცინაცია. ამ დროისთვის უკვე აცრილია 3 095 მოქალაქე, თუმცა, ვაქცინაცია ამ ეტაპზეც აქტიურად მიმდინარეობს. ჩვენთან უკვე დარეგისტრირდნენ შსს-ს დანაყოფების წარმომადგენლები, დაცვის პოლიციის და იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი განყოფილებების თანამშრომლები. რამდენიმე ჯგუფია ჩართული ვაქცინაციის პროცესში, აცრები წარმოებს ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით, კვირაში 6 დღის განმავლობაში. ამ ეტაპზე ჩვენს ქსელში ვაცინაცია მიმდინარეობს ,,სინოფარმით“ (I-II დოზა) და ,,სინოვაკით“ (II დოზა). აღნიშნულის გარდა, პირველ ეტაპზე აცრები წარმოებდა ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინითაც. მთლიანობაში, ,,გორმედის“ ქსელში ,,ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა 386 პირი, ,,სინოვაკით“ და „სინოფარმით“ კი - 2 709 მოქალაქე. ვაქცინაცია მთავარი მექანიზმია პანდემიის დასამარცხებლად“, - აღნიშნა ხათუნა შრუბმა.

კვირის ამბები