15 ივლისს, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, გორის „დილა“ სლოვაკურ „ჟილინასთან“ საპასუხო მატჩს გამართავს. შეხვედრა ხვალ, 21:00 საათზე დაიწყება.
GMnews-ის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გულშემატკივარს ბილეთების შეძენა ონლაინ, tiket.ge-ზე შეუძლია, თუმცა, როგორც ცნობილია, ბილეთები მატჩის დღეს, დილის 10:00 საათიდან სტადიონის სალაროშიც გაიყიდება. ცნობისთვის, ბილეთის ფასი 5 ლარია.
„გულშემატკივარს შევახსენებთ, რომ კოვიდპანდემიის გამო, ქვეყანაში მოქმედი რეგულაციების გათვალისწინებით, ადგილების რაოდენობა სტადიონზე შეზღუდულია. აქედან გამომდინარე, გაიყიდება სტადიონზე არსებული ადგილების 50%-ის შესაბამისი ბილეთები. ეს გახლავთ 1 583 ბილეთი, სკამები უკვე მონიშნულია და ველოდებით ფეხბურთის მოყვარულებს გორის „დილას“ საშინაო მატჩზე, ყველამ ერთად ვუგულშემატკივროთ ჩვენს გუნდს“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ა(ა)იპ გორის საფეხბურთო კლუბ „გორის“ დირექტორმა, გია ისიანმა.
შეგახსენებთ, რომ ევროპის საკლუბო შეჯიბრების - კონფერენს ლიგის პირველივე ეტაპზე, გორის „დილამ“ სლოვაკურ „ჟილინასთან“ სტუმრად ითამაშა და 5:1 დამარცხდა. მომდევნო ეტაპზე გადასასვლელად გორელებს მინიმუმ 5 უპასუხო გოლის გატანა მოუწევთ.