საზოგადოება
14.07.2021 12:04
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი ტესტირება დაიწყო, გორის საგამოცდო ცენტრში 34 პედაგოგი აბარებს პროფესიულ უნარებში გამოცდას
მასწავლებლის კომპეტენციის დასადასტურებელი
ტესტირება დაიწყო. დღეს, პრაქტიკოსი პედაგოგები კომპეტენციას პროფესიულ უნარებში დაადასტურებენ.
გორის საგამოცდო ცენტრში, ამ დროისთვის, 34 პედაგოგი აბარებს პროფესიულ უნარებში გამოცდას. დღევანდელ სესიაზე 47 მასწავლებელი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 13 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა, - აღნიშნულის შესახებ GMnews-თან გორის საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. თინათინ გვერდწითელის თქმით, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„დღეს, ორი სესიაა ჩანიშნული. მოგეხსენებათ, საგამოცდო პროცესში უკვე პედაგოგებიც ჩაერთნენ, რომლებიც დილის სესიაზე პროფესიულ უნარებს აბარებენ. მეორე სესიაზე კი, აბიტურიენტები კიდევ ერთ სავალდებულო საგანში - ბიოლოგიაში ჩააბარებენ გამოცდას. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ პედაგოგთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით, - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა.
კვირის ამბები