გ. ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი 176-ე შემოქმედებითი სეზონის ბოლო წარმოდგენას დღეს გამართავს
გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი 176-ე შემოქმედებითი სეზონის ბოლო წარმოდგენას გამართავს.
დღეს, 14 ივლისსს, 19:00 საათზე, მსახიობები ერთგულ მაყურებელს ფლორიან ზელენის პიესის - „ვაჟიშვილის“ მიხედვით დადგმულ ამავე სახელწოდების სპექტაკლს წარუდგენენ.
როგორც ერისთავის სახელობის თეატრში ამბობენ, წარმოდგენა ჩვენს შვილებს და მათთან ვერგატარებულ დროს ეძღვნება.
მუდამ მომღიმარი ნიკოლასი, დედ-მამის განშორების შემდეგ ხდება მატყუარა, აცდენს გაკვეთილებს და ცხოვრების რთული ეტაპი ეწყება. ბიჭი დარწმუნებულია, რომ მამის სახლში გადასვლითა და სასწავლებლის შეცვლით მისი ცხოვრება ჩვეულ რიტმს დაუბრუნდება, თუმცა, მოგვიანებით ხვდება, რომ მამის სახლში არავის სჭირდება. ამიტომ ისევ დედასთან დაბრუნებას გადაწყვეტს, მაგრამ....
ცნობილი ფრანგი მწერლის ნაწარმოების მიხედვით, აღნიშნული წარმოდგენა ევროპის არაერთი ქვეყნის სცენაზე დაიდგა. რაც შეეხება გ. ერისთავის თეატრს, შეგახსენებთ, რომ თანამედროვე რეჟისორმა დავით ჩხარტიშვილმა გორის თეატრის სცენაზე ეს წარმოდგენა დაახლოებით ერთი წლის წინ დადგა, თუმცა, სპექტაკლის საპრემიერო ჩვენება ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების რისკების გამო რამდენჯერმე გადადო.