საზოგადოება
14.07.2021 11:12
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 769, ხოლო გარდაიცვალა 13 პაციენტი

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 663 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებ.გვერდზე - Stopcov.ge - ცოტა ხნის წინ განახლდა. საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 381 336-ს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსი 769 პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რიცხვი გაიზარდა 361 327-მდე.

სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 13 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 492 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 663 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 988 შემთხვევა, აჭარა - 107, იმერეთი - 121, ქვემო ქართლი - 95, შიდა ქართლი - 55, გურია - 15, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 71, კახეთი - 122, მცხეთა-მთიანეთი - 35, სამცხე-ჯავახეთი - 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 29.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 14 491 საიდანაც 3 753 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 721 პირი, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 175 პაციენტი.

კვირის ამბები