სპორტი
14.11.2019 00:00
საფეხბურთო კლუბი „გორი“ პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ემზადება

16 ნოემბერს, 18 საათზე, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე, საფეხბურთო კლუბი გორის „გორი“ ხობის „კოლხეთს“ დაუპირისპირდება.

ადგილობრივი ფეხბურთის გუნდი პრინციპულ მეტოქესთან შესახვედრად ემზადება და მატჩისწინა ვარჯიშებს თენგიზ ბურჯანაძის სახელობის გორის ცენტრალურ სტადიონზე გადის.

საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელი გია ისიანი GMnews-თან საუბრისას ამბობს, რომ შაბათს ჩანიშნულ შეხვედრას ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და შესაბამისად, სანახაობრივი თამაშის მოლოდინი აქვს. ამასთან, გია ისიანი, გულშემატკივარს გუნდის გასამხნევებლად, სტადიონზე ეპატიჟება.

შეგახსენებთ, რომ გორის „გორმა“ წინა თამაში „ბეთლემთან“ (ქედა) გამართა, რომელიც ფრედ, 1:1 დაასრულა.

კვირის ამბები