საზოგადოება
13.07.2021 14:33
მეცნიერებათა სკოლა გორში დაწყებითი კლასების მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს
მეცნიერებათა სკოლა გორში დაწყებითი კლასების მასწავლებლის (I – IV კლასი) პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 12-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. რაც შეეხება სავარაუდო ხელფასს, 300-500 ლარით განისაზღვრება. მსურველებს განაცხადის დაფიქსირების ვადა 19 ივლისს ეწურებათ. სამუშაოს დაწყების თარიღად კი 2021 წლის 15 სექტემბერია მითითებული.
„კანდიდატთა შესარჩევი კონკურსი ტარდება ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე, ხოლო მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. საჭიროების შემთხვევაში, კონკურსანტს შეიძლება მოეთხოვოს საჩვენებელი გაკვეთილის ჩატარება. არასრულყოფილად წარმოდგენილი დოკუმენტები არ განიხილება. განხილული აპლიკაციების საფუძველზე სკოლა დაუკავშირდება კონკურსის შემდეგ ეტაპზე მონაწილეობისათვის მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ მოთხოვნებს. უპირატესობა მიენიჭებათ კანდიდატებს, რომლებიც ფლობენ კომპიუტერულ საოფისე პროგრამებს“, - ნათქვამია საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) - ზე განთავსებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები