თუ არ გვინდა, მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცვათ ის, რაც დადგენილია, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, კოვიდ 19-ის ახალი, ,,დელტა“ - იგივე ,,ინდური შტამი“ განსაკუთრებით აზიანებს ბავშვებს.
„ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია 20%-ზე მეტია. „დელტა“ შტამი განსაკუთრებით აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს - ბავშვებს. არის ზრდა ბავშვების ინფიცირების და ბავშვთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთვის. თუ არ გვინდა, მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცვათ ის, რაც დადგენილია - დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება თუ რამდენიმე ადამიანია ერთად და აცრა და აცრა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა.
შეგახსენებთ, ბავშვებში ინფიცირების შემთხვევების მაღალი მაჩვენებლის გამო, ბოლო დღეების განმავლობაში პედიატრიული საწოლების მობილიზება ხდება.