საზოგადოება
13.07.2021 13:50
კოვიდპანდემიის სიტუაცია მძიმეა, ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალი მაჩვენებელია, მოგვიხდა პედიატრიული საწოლების მობილიზება - თამარ გაბუნია

კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა, ბოლო 24 საათში აღემატება 1800 შემთხვევას, პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

„ახალი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800-ს და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში ვირუსული ინფექციის გავრცელების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაცია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

კვირის ამბები