საზოგადოება
15.11.2019 11:30
გორის ცენტრალური მოედანი დღეს და 67 წლის წინ
ექვსი ათეული წლის წინ გორის ცენტრი დღევანდელისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. 1952 წელს გადაღებულ ფოტოზე კარგად ჩანს, რომ ქალაქის ცენტრალური მოედნის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა სწორედ მაშინ იწყებოდა. გარდა ამისა, გორის ცენტრალურ მოედანზე ჯერ კიდევ არ იყო აშენებული ფოსტის შენობა და ამჟამად არსებული სხვა ნაგებობები. ქალაქის ცენტრში, სტალინისა და ჭავჭავიძის ქუჩების კვეთაზე, ყველაზე მაღალი შენობა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი ყოფილა (ამჟამად ფოსტის შენობის უკან მდებარე კორპუსი), აღნიშნული შენობის წინ, საფეხმავლო მონაკვეთზე ამჟამად არსებული წიწვოვანი ნარგავები 67 წლის წინ გადაღებულ ფოტოზე არ ჩანს, როგორც ჩანს, შემდგომ პერიოდში დაირგო. 
კვირის ამბები