1-ლი ივლისიდან დღემდე - 12 ივლისამდე, შიდა ქართლში კოვიდ 19-ის 355 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს, რეგიონში ვითარება საყურადღებოა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა.
ქორჩაშვილის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში შიდა ქართლში 28 პირს დაუდასტურდა ვირუსით ინფიცირება.
,,რეგიონში ვითარება საყურადღებოა, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ის 28 ახალი შემთხვევა გვაქვს, 1-ლი ივლისიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების რიცხვი კი გახლავთ 355, თვითიზოლაციაშია 623 ადამიანი, ეს ციფრები კი მოდუნების საფუძველს ნამდვილად არ იძლევა.
რაც შეეხება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს: კასპში თვითოზალიის რეკომენდაცია აქვს 128 მოქალაქეს, გორში - 262 პირს, ხაშურში - 151-ს და ქარელში - 82 ადამიანს“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ