საზოგადოება
12.07.2021 14:15
კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 11 199 პირი აიცრა

ქვეყანაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე შიდა ქართლში 11 199 პირი აიცრა, ამის შესახებ GMnews-თან დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა განაცხადა. ეკა ქორჩაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, ორი დოზით აცრილია 4 631 მოქალაქე.

,,კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია შიდა ქართლში აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა, იმისთვის, რომ პანდემიის დამარცხება შევძლოთ, კიდევ უფრო მეტი აქტიურობაა საჭირო. ამ დროისთვის აცრილია 11 199 პირი, აქედან ერთი დოზით აიცრა 6 568 ადამიანი და უკვე ორი დოზით არის ვაქცინირებული 4 631 მოქალაქე“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები