ტემპერატურის მატებასთან ერთად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო არაერთი დაავადების გადამტანი ჰექტოპარაზიტები აქტიურდებიან. ამ მხრივ, განსაკუთრებით საშიში ტკიპა და მისი ნაკბენისგან გამოწვეული ყირიმ-კონგოს ცხელებაა, რომელიც ადამიანისთვის ლეტალურიც კი შეიძლება აღმოჩნდეს. დაავადების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, გაზაფხულიდან ადრეულ შემოდგომამდე ცხოველები ინსტრუქციის შესაბამისად, უსაფრთხოების წესების დაცვით, ინსექტოაკარიციდული პრეპარატით დაამუშაონ;
მინდორში მუშაობისას ატარონ დახურული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი;
ცხოველებს ტკიპები ხელთათმანისა და პინცეტის გამოყენებით მოაშორონ;
ტკიპის ნაკბენისა და დაავადების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართონ ექიმს.
ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ცხოველისა და ადამიანის ვირუსული დაავადებაა, რომლის ძირითადი გადამტანი ტკიპაა (Hyalomma). ცხოველებში დაავადება კლინიკური ნიშნების გარეშე მიმდინარეობს, ხოლო ადამიანის შემთხვევაში, დაგვიანებულ მკურნალობას, შესაძლოა, ლეტალური შედეგი მოჰყვეს.