საზოგადოება
11.07.2021 16:34
სხვადასხვა მედიასაშუალების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გორში მდუმარე აქცია გამართეს

სხვადასხვა მედიასაშუალების, საზოგადოების და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა გორის ცენტრალურ მოედანზე მდუმარე აქცია გამართეს.

შეკრებილებმა აქციით „ტვ პირველის“ ოპერატორის გარდაცვალების გამო ლექსო ლაშქარავას ოჯახის და ახლობლების მიმართ სამძიმარი გამოხატეს და ამავდროულად, 5 ივლისს, აქციაზე დაშავებულ ჟურნალისტებს, ფოტორეპორტიორებსა და ოპერატორებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

კვირის ამბები