საზოგადოება
12.07.2021 12:15
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კორუფციის რისკების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ კორუფციის რისკების შეფასების მეთოდოლოგია შეიმუშავა. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მეთოდოლოგიის მიზანია, ხელი შეუწყოს გორის მერიას კეთილსინდისიერი და კორუფციული რისკებისაგან თავისუფალი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებაში, რომელიც კარგი მმართველობის, კანონის უზენაესობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს ეფუძნება.
„მეთოდოლოგიის გაცნობის შემდეგ, დაინტერესებულ მხარეებს მიმდინარე წლის 10 აგვისტომდე შეუძლიათ წარმოგვიდგინონ რეკომენდაციები და დოკუმენტში განხილული მათთვის საინტერესო საკითხების შესახებ გამართონ სამუშაო შეხვედრები თვითმმართველოს წარმომადგენლებთან. დაგვიკავშირდით: ელ.ფოსტაზე - info @ gori.gov.ge ან ტელეფონის ნომერზე: 599 85 17 88.
აღნიშნული მეთოდოლოგიის შემუშავებას გორის მერიის გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების ამაღლების სტრატეგია 2021-2023-ის და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს, “ - ნათქვამია გორის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები