სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შიდა ქართლში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირებს ტექნიკა გადაეცათ
სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, შიდა ქართლში მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ 55 პირს პირს ტექნიკა გადაეცა.
როგორც დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მთავარ მიზანს სახელმწიფოს მიერ საცხოვრებლით უზრუნველყოფილი იძულებით გადაადგილებული ოჯახების ინტეგრაციის ხელშეწყობა და მათთვის შემოსავლის წყაროს გაჩენა წარმოადგენს.
ამ ეტაპზე, ე.წ. ხელის ტრაქტორი, ქვეყნის მასშტაბით, იძულებით გადაადგილებულ 64 პირს გადაეცა, მათ შორის 55 შიდა ქართლის რეგიონის მცხოვრებია.
GMnews-ის ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის მიმართულებით იძულებით გადაადგილებული 1000-ზე მეტი პირი დაფინანსდა.