ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ტესტირების შედეგად, ვირუსით ინფიცირების 659 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 377 811-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 713 პირი და კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 468 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 659 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 441 შემთხვევა, აჭარა - 75, იმერეთი - 37, ქვემო ქართლი - 15, შიდა ქართლი - 17, გურია - 1, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 29, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 11, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 378 საიდანაც 3 740 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 729 პირი, რომელთაგან მართვით სუნთქვაზეა 170 პაციენტი.