კონფლიქტები
14.11.2019 22:15
საოკუპაციო ხაზთან დაკავებული სამი მოქალაქე ცხინვალის იზოლატორიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო ხაზთან დაკავებულმა სამმა მოქალაქემ ცხინვალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორი დატოვა. დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლებმა 9 და 11 ნოემბერს დაკავებულ რამაზ ზადიშვილს, დავით მიშელაშვილს და ზურაბ ტუხიაშვილს ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში დასდეს ბრალი და  ფულადი ჯარიმის გადახდის პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან გაძევების სანქცია შეუფარდეს.
რაც შეეხება მეოთხე დაკავებულს, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი კვლავ ცხინვალის იზოლატორში რჩება. დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. უშიშროების სამსახურის ცნობით, მის მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა (რუსეთის ფედერაციის სსკ-ის 322-ე მუხლით). დე ფაქტო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გაფრინდაშვილმა მიზანმიმართულად გადაკვეთა ე.წ. სახელმწიფო საზღვარი.

 

კვირის ამბები