სამართალი
11.07.2021 11:25
„ტვ პირველის“ ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელსაც 5 ივლისის აქციაზე ფიზიკურად გაუსწორდნენ, გარდაიცვალა. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია

„ტვ პირველის" ოპერატორი ლექსო ლაშქარავა გარდაიცვალა. გარდაცვლილი საკუთარ სახლში ოჯახის წევრებმა იპოვეს. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია.

ლაშქარავას 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეები ფიზიკურად გაუსწორდნენ, რა დროსაც სხეულის დაზიანებები მიიღო.

ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115 მუხლით დაიწყო, -  ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა.

ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე დაკავებულია 4 პირი.

„გორის მაცნე“ თანაგრძნობას უცხადებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს და „ტვ პირველს“.

კვირის ამბები