საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ოლიმპიური ჩემპიონი 1 მლნ ლარს მიიღებს, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ოლიმპიური და პარაოლიმპიური დელეგაციის ფიცის დადების და გაცილების ცენერმონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა ოლიმპიელებს წარმატებები უსურვა. „ჩვენ ვართ პატარა ერი, მაგრამ გვყავს ამდენი ნიჭიერი, სასახელო სპორტსმენი. ეს არის ერთი მხრივ, დიდი წყალობა, მეორე მხრივ - მთლი ერი შემოგცქერით თქვენ. მჯერა, გამოხვალთ ჩვენი დროშის ქვეშ ტოკიოში და ძალიან ბევრჯერ მოვისმენთ საქართველოს ჰიმნს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. მინდა ყველას გისურვოთ გამარჯვება და წარმატებები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
23 ივლისს ტოკიოში ერთი წლით გადადებული ოლიმპიადა უნდა დაიწყოს.
შეგახსენებთ, 2020 წელს გასამართი მთავარი სპორტული ღონისძიება პანდემიის გამო შარშან ერთი წლით გადაიდო. ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წლის 23 ივლისს დაიწყება და 8 აგვისტოს დასრულდება, ხოლო პარაოლიმპიადა 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე გაგრძელდება.