საზოგადოება
10.07.2021 11:16
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკას“ კიდევ 43 200 დოზა შემოვიდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა ჩამოვიდა. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც ,,ასტრაზენეკას“ პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ.

„შვედურ-ბრიტანული კომპანიის მიერ წარმოებული, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის „ასტრაზენეკას“ 43 200 დოზა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს დილით ჩამოვიდა.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული აქვს გადაუდებელი მოხმარებისთვის ავტორიზაცია.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაცია შესაძლებელია 45 წლის და ზედა ასაკის პირებისთვის. „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია შეუძლიათ იმ პირებს, რომლებმაც გარკვეული ხარვეზების გამო მეორე დოზები ვერ მიიღეს და ასევე, იმ ადამიანებს, რომლებიც პირველ დოზებზე დარეგისტრირდნენ. მეორე დოზაზე რეგისტრაცია შესაძლებელია პირველი დოზის ჩატარების შემდეგ. „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველ და მეორე დოზებს შორის ინტერვალი 4 კვირიდან (28 დღე) - 12 კვირამდე (84 დღე) პერიოდია“, - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კვირის ამბები