ქვეყანაში ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 1 108 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შეახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს. მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 374 836-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 714 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 804-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 7 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 421 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 108 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 673 , აჭარა - 74, იმერეთი - 75, ქვემო ქართლი - 52, შიდა ქართლი - 31, გურია - 11, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 48, კახეთი - 86, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 13, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 16.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 585 საიდანაც, 3 285 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 691 პირი.