რჩევები
14.11.2019 17:28
პროდუქტები, რომელთა შერევაც კატეგორიულად აკრძალულია
ხილისა და ბოსტნეულის მიღება აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ ზოგიერთი ხილი არ შეიძლება გარკვეულ პროდუქტებთან ერთად მიიღოთ.
 
სტაფილო და ფორთოხალი
 
სტაფილოსა და ფორთოხლის წვენი პოპულარულ კომბინაციად მიიჩნევა, თუმცა ამ სასმელმა შეიძლება კუჭის მჟავიანობის მომატება და ნაღვლის სადინარის ჭარბი რეფლექსები გამოიწვიოს.
 
ანანასი და რძე
 
ანანასი ბრომელაინით მდიდარი ხილია. ბრომელაინი ბუნებრივი ფერმენტია, რომელიც შლის მიღებულ საკვებს, მისი რძესთან ერთად მიღება არ შეიძლება. ასეთი კომბინაცია შეიძლება თავისა და მუცლის ტკივილის, გულის რევის, ინფექციებისა და დიარეის მიზეზი გახდეს.
 
რძე და ფორთოხალი
 
რძისგან მომზადებულ შვრიის ფაფას ფორთოხლის წვენი არ უნდა დააყოლოთ. მარცვლოვანის სახამებლისა და რძის კომბინაცია კუჭისთვის ძნელი მოსანელებელია, ამან შესაძლოა თქვენი ჯანმრთელობა დააზიანოს.
 
ხილი და ბოსტნეული
 
არასოდეს მიირთვათ ხილი და ბოსტნეული ერთად, მათი ერთდროულად გადამუშავება საჭმლის მომნელებელი სისტემისთვის ძნელია, ამიტომ კუჭში დიდხანს ჩერდება. დუღილის დროს გამოყოფილი ტოქსინები იწვევს თავის ტკივილს, დიარეას, ინფექციებსა და მუცლის ტკივილს.
კვირის ამბები