„დელტა“ შტამი იმატებს. წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, ახლა 52 შემთხვევაა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიშის განცხადებით, მოსალოდნელია, რომ აგვისტოს ბოლოს ის სხვა შტამებს ჩაანაცვლებს.
,,წინა კვირაში გვქონდა 25 ახალი შემთხვევა, ახლა 52 შემთხვევაა, „დელტა“ შტამი იმატებს. კვლევაშია დამატებითი შემთხვევები. ამაში არაფერი გასაკვირი არ არის იმიტომ, რომ „დელტას“ შტამი ევროპულ ქვეყნებში თანდათან ანაცვლებს „ალფას“ შტამს. პროგნოზი გახლავთ, რომ აგვისტოს შუა რიცხვებში, აგვისტოს ბოლოს ის მთლიანად ჩაანაცვლებს. ჩვენ გლობალური სამყაროს ნაწილი ვართ და მისგან დაცული არ ვართ. პრევენციული ღონისძიებები უნდა გატარდეს, ვატაროთ პირბადე, არ იყოს დიდი თავშეყრები, დავიცვათ დისტანცია დამთავარი გახლავთ ინტენსიური ვაქცინაცია“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.