ვირუსი გამოვლენის შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1000-ია, რაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა.
მინისტრის მოადგილის თქმით, მაღალია ახალი შტამების გამოჩენის და გავრცელების რისკები. პრევენციის ერთადერთი გზა კი, მასობრივ ვაქცინაციაში მოქალაქეთა მაღალი ჩართულობა და დადგენილი რეგულაციების დაცვაა.
„ეპიდსიტუაცია ნამდვილად საყურადღებოა, შემთხვევების რაოდენობა ამ კვირაში 1 000-ია, რაც, რა თქმა უნდა, ყურადსაღებია. ჩვენ პირბადის ტარებაზე უარს დიდი ხანი ვერ ვიტყვით. ყველამ უნდა გავაცნობიეროთ და უნდა დავიცვათ წესები. სხვა გამოსავალი იქნება ვაქცინაციის პროგრამის სწრაფი განხორციელება. თუ ვაქცინაციას სწრაფად არ გავავრცელებთ და წესებს არ დავიცავთ, რისკები სხვა ახალ შტამზე, რაც შესაძლებელია გამოჩნდეს, მაღალია“, - განაცხადა გაბუნიამ.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ