გასული დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში ვირუსით ინფიცირების 1 043 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოლინდა. ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 373 728-ს.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, ბოლო 24 საათში ვირუსი 841-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 357 090-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 20 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 415 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 043 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 652 შემთხვევა, აჭარა - 59, იმერეთი - 61, ქვემო ქართლი - 62, შიდა ქართლი - 38, გურია - 8, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 58, კახეთი - 60, მცხეთა-მთიანეთი - 20, სამცხე-ჯავახეთი - 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 7.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 198, საიდანაც 3 139 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 672 პირი.