საზოგადოება
08.07.2021 10:29
გორის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო

გორის საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია დღეს დაიწყო და 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

როგორც ცნობილია, გასული წლებისგან განსხვავებით, წელს, ზაფხულის სეზონზე, გორში ორი საბავშვო ბაღი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტიტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულში აღსაზრდელებს N13 (ჭანტურიას N7) და N17 (შინდისის N8) ბაგა-ბაღი უმასპინძლებს.

რეგისტრაციისთვის მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (სტალინის N 16) და დაწეროს შესაბამისი განცხადება.

რაც შეეხება საჭირო საბუთების ნუსხას, რაც საზაფხულო ბაღში ბავშვის რეგისტრაციისთვსაა საჭირო: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

თუ ბავშვი არ არის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი და მშობელს სურს ბავშვის ჩარიცხვა საზაფხულო ბაღში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:

ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; (ფორმა 100 )

გ) ორი ფოტოსურათი (¾);

დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;

შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.

კვირის ამბები