სამართალი
08.07.2021 09:52
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით გორში ჩატარებული სპეცოპერაციისას ხუთი პირი დააკავეს

დღეს დილით, გორში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, სამართალდამცავებმა ხუთი პირი დააკავეს.

სპეცოპერაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტების ერთობლივი ძალებით ჩატარდა. ხუთივე მათგანი „ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებითაა დაკავებული.

დაკავებულების ინტერესებს ადვოკატი ნინო შავშიშვილი იცავს. შავშვიშვილის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირების დაკავება რუსთავის სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოხდა და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს.

დაკავებულების ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას უარყოფენ და ბრალდებას არ ეთანხმებიან.

დაკავებულთა უმრავლესობა წარსულში ნასამართლევია.

კვირის ამბები