გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში ფერმერის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში, სოფელ ხურვალეთში მოწყობილ სადემონტაციო ნაკვეთში პროექტის - „ფინანსები, საექსტენციო სერვისები და კოოპერაციული განვითარების ხელშეწყობა საქართველოს ფერმერებისთვის“ (FinExCoop საქართველო) - შედეგების შეაჯამება მოეწყო.
ღონიძიებას, პროექტის ორგანიზატორებთან და მონაწილეებთან ერთად, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები აბელ აბესაძე და თემურ ხუბულური დაესწრნენ.
„პროექტის ფარგლებში, „FinExCoop საქართველომ“ საექსპერიმენტოდ გამოსცადა საშემოდგომო ხორბლის ორი ახალი ჯიში - საშემოდგომო ტრიტიკალის ჯიში და ერთიც ახალი საშემოდგომო ქერის ჯიში. პროექტი საექსპერიმენტო და სადემონსტრაციო სამუშაოებისთვის მუდმივად თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო ტექნოლოგიურ კომპანიებთან და მათ ადგილობრივ წარმომადგენლებთან, იმისთვის, რომ პოპულარიზაცია გაუწიოს საქართველოს სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციას და საუკეთესო ტექნოლოგიების გადაცემას“, - ნათქვამია „FinExCoop საქართველო“-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ პროექტი „FinExCoop საქართველო“ დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ NIF პროგრამის ფარგლებში და საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD) ახორციელებს.