გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილებამ ახალი სტატისტიკა გამოაქვეყნა. წყაროს ცნობით, გასული ერთი თვის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტს 26 960 ვიზიტორი ეწვია.
„შიდა ტურიზმისა და კოვიდ პანდემიის პერიოდში, გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ობიექტების მონახულების სურვილი გასული ერთი თვის განმავლობაში 26 960-მა ტურისტმა გამოთქვა. აქედან, ადგილობრივი დამთვალიერებელი 8 370, 18 590 კი უცხოელი გახლდათ,“ - ნათქვამია ტურიზმის განყოფილების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
რაც შეეხება წინა თვეების სტატისტიკას, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტული ობიექტებს მარტში - 1 654, აპრილში - 4 079, მაისში - 9 557, ივნისში კი, 11 670 ვიზიტორი სტუმრობდა.
უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყნის სხვა რეგიონების მსგავსად, შიდა ქართლში ტურისტული სეზონი აქტიურ ფაზაშია, ამიტომ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები დამთვალიერებელთა ნაკადის ზრდას კიდევ უფრო მეტად ვარაუდობენ.