გორელმა დიანა ჯიშიაშვილმა ვარშავაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზა და ორი მედალი მოიპოვა.
რაპირით ფარიკაობაში, ჯიშიაშვილი, ფინალში, იტალიელ მოწინააღმდეგესთან ანგარიშით 8:15 დამარცხდა და შეჯიბრება მეორე ადგილზე, ვერცხლის მედლით დაასრულა. მანამდე კი, პარასპორტსმენმა C კატეგორიაში, დაშნით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
„ძალიან ბედნიერი ვარ, საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ, რომელიც პარასპორტში ბავშვის გაჩენის შემდეგ ავიღე, ასეთი წარმატება ორმაგად სასიხარულოა“, -აღნიშნა GMnews-თან საუბრისას დიანა ჯიშიაშვილმა.
ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - სუსი