„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, ამისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს“- განაცხადა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე
საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების მეორე ეტაპი უკვე დაიწყო. მასწავლებლებს განაცხადის გაკეთება 2019 წლის ბოლომდე შეეძლებათ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას, საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ჯილდოს მიღების საკითხს გამოეხმაურა. პრემიერმა აღნიშნა, რომ განათლების სიტემაში ახალგაზრდა პედაგოგების შემოსვლის დრო მოვიდა.
„ჩვენ ვიწყებთ ახალ ეტაპს, ამისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს და მეორე ეტაპი დასრულდება 2019 წლის ბოლოს. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, ხელი უნდა შეუწყოს განათლების სისტემაში როგორც ახალგაზრდა პედაგოგების შემოსვლას, ასევე ჩვენი ღირსეული და ღვაწლმოსილი მასწავლებლების პენსიაზე ღირსეულად გაშვებას. ეს ძალზედ მნიშნელოვანი პროექტია და დარწმუნებული ვარ, ის, რაც დაწყებული იყო იმ ძალზედ ეფექტურ, ღირსეულ და წარმატებულ გუნდთან, ერთად გაგრძელდება უახლოესი თვეების და წლების განმავლობაში“, - განაცხადა გახარიამ.
ამასთან, როგორც პრემიერმა აღნიშნა, მეორე ეტაპისთვის სრული დაფინანსება უკვე არსებობს.