საზოგადოება
07.07.2021 13:46
პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია 12 ივლისს დაიწყება

პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაცია 2021 წლის 12 ივლისს დაიწყება და 20 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება. აპლიკანტებს რეგისტრაციის გავლა დილის 09:00 საათიდან შეეძლებათ.

როგორც ცნობილია, რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და მსურველებმა განაცხადი უნდა შეავსონ შემდეგ ბმულზე

ცნობისთვის, მიმდინარე წელს, აპლიკანტების ნაწილს შესაძლებლობა ექნებათ პროფესიული პროგრამის პარალელურად სკოლის საშუალო საფეხურის პროგრამაც გაიარონ და სწავლის დასრულების შემდეგ, ატესტატთან გათანაბრებული დიპლომები მიიღონ.

კვირის ამბები