საზოგადოება
07.07.2021 11:04
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, - აღნიშნულ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ. გვერდი Stopcov.ge ავრცელებს.

საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 372 685-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 531 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 356 780-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 11 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 394 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 392 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 887 შემთხვევა, აჭარა - 61, იმერეთი - 130, ქვემო ქართლი - 84, შიდა ქართლი - 62, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 33, კახეთი - 69, მცხეთა-მთიანეთი - 29, სამცხე-ჯავახეთი - 23, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 5.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 016 საიდანაც 3 054 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, მძიმე პაციენტია 633, საიდანაც ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 164 პირი.

კვირის ამბები