ერთიანი ეროვნული გამოცდები უცხო ენის გამოცდით გრძელდება. ამ დროისთვის, გორის საგამოცდო ცენტრში 349 აპლიკანტი ცდილობს საკუთარი ცოდნის დადასტურებას. როგორც GMnews-თან საუბრისას გორის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორმა თინათინ გვერდწითელმა განაცხადა, საგამოცდო პროცესი მშვიდ ვითარებაში, ექსცესების გარეშე მიმდინარეობს.
„რაც შეეხება რეგისტრაციის პროცესს, შეფერხებები არც ამ კუთხით გვქონია. დღევანდელ გამოცდაზე 370 აპლიკანტი იყო დარეგისტრირებული, თუმცა, 21 მათგანი გამოცდაზე არ გამოცხადდა. გეტყვით იმასაც, რომ თერმოსკრინინგის პროცესში, არცერთ აბიტურიენტთან დაფიქსირებულა მაღალი ტემპერატურა ან სხვა რაიმე სახის შეუსაბამობა, ასევე, არ შემოსულა განაცხადი რომელიმე გამოსაცდელისთვის კორონავირუსის დადასტურების ფაქტთან დაკავშირებით. - განაცხადა თინათინ გვერდწითელმა GMnews-თან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქართველოს მასშტაბით 25 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. ყველა საგამოცდო ცენტრში ზედმიწევნით სრულდება ჯანდაცვის სპეციალისტების რეკომენდაციები. ყოველი სესიის დასრულების შემდეგ ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.
უცხოურ ენებში (ინგლისურსა და რუსულში) გამოცდას აბიტურიენტები ხვალ, 8 ივლისსაც ჩააბარებენ. 9 ივლისს კი, საგამოცდო პროცესი მათემატიკის გამოცდით გაგრძელდება.