ზაფხულის სეზონზე, გორში ორი საბავშვო ბაღი იმუშავებს. გორის მუნიციპალიტიტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ინფორმაციით, 2021 წლის ზაფხულში აღსაზრდელებს N13 (ჭანტურიას N7) და N17 (შინდისის N8) ბაგა-ბაღი უმასპინძლებს.
საზაფხულო ბაღებში აღსაზრდელთა ჩარიცხვაზე რეგისტრაცია 8 ივლისს დაიწყება. როგორც ცნობილია, რეგისტრაციის პროცესი 16 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.
რეგისტრაციისთვის მშობელმა (კანონიერმა წარმომადგენელმა) უნდა მიმართოს სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს (სტალინის N 16) და დაწეროს შესაბამისი განცხადება.
რაც შეეხება საჭირო საბუთების ნუსხას, რაც საზაფხულო ბაღში ბავშვის რეგისტრაციისთვსაა საჭირო: იმ შემთხვევაში, თუ ბავშვი უკვე არის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
თუ ბავშვი არ არის გორის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღის აღსაზრდელი და მშობელს სურს ბავშვის ჩარიცხვა საზაფხულო ბაღში, საჭიროა შემდეგი დოკუმენტები:
ა) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ბ) ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; (ფორმა 100 )
გ) ორი ფოტოსურათი (¾);
დ) მშობლის (კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი;
შეგახსენებთ, რომ საზაფხულო ბაღები აღსაზრდელებს 26 ივლისიდან 3 სექტემბრის ჩათვლით მოემსახურება.