საზოგადოება
06.07.2021 14:58
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული

ქვეყანაში ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილე თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, ე.წ. ინდური შტამის მაჩვენებელმა შესაძლოა, 10-დან 20%-მდე მოიმატოს, ამ დროისთვის კი, 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს,

„ქვეყანაში დელტას, ე.წ. ინდური შტამის 52 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 5 საეჭვო შემთხვევაზე კვლევა მიმდინარეობს. ჯერჯერობით, რაიმე მძიმე მიმდინარეობა არ არის, თუმცა რისკია, რომ შესაძლოა, მეტად გავრცელდეს. შეფასებული მაჩვენებლით ეს 10-დან 20%-მდეა. განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს“, - განაცხადა გაბუნიამ.

კვირის ამბები