პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ გაბუნიამ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
გაბუნიას თქმით, ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე მუშაობა, გართობა და ნებისმიერი აქტივობა. არსებული მდგომარეობიდან გამოსავალი ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაციაა.
„პირბადის გამოყენება არის ინდივიდუალური დაცვის საშუალება და ინდივიდუალურ დონეზე ყველაზე მეტი პასუხისგებლობა თავად უნდა ავიღოთ პირბადის გამოყენებაზე. ძალიან სახიფათოა პირბადის გარეშე ამ პირობებში ისევ მუშაობა, გართობა და ნებისმიერი აქტივობა. ძალიან საყურადღებოა და ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ პირბადის გამოყენებაზე უარს ვერ ვიტყვით. გამოსავალი აქაც არის სწრაფი და ფართო ვაქცინაცია. თუ გვინდა, გამოვიდეთ ამ კრიტიკული ვითარებიდან და რისკების გადაცემა მინიმუმამდე შემცირდეს, ეს იქნება ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენება და სწრაფი ვაქცინაცია, რომელიც დღეს ამ პრობლემის გადაწყვეტის ერთადერთი კრიტიკული გადაწყვეტაა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.