საზოგადოება
06.07.2021 14:34
10 ივლისს გორში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართება

საქართველოს „წითელი ჯვრის“ ორგანიზაციის გორის ოფისში (მისამართი - ქ.გორი ბარნოვის 9ა), 10 ივლისს, უფასო სამედიცინო აქცია გაიმარება. ღონისძების ფარგლებში, „ამიერკავკავკასიის ექიმთა ლიგის“ ექიმები მოქალაქეებს გასინჯავენ და  სხვადასხვა სამედიცინო სერვისს უფასოდ შესთავაზებენ.

GMnews-ის ინფორმაციით, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ  პულმონოლოგ-ფტიზიატრის, ინფექცინისტ-გასტროენტეროლოგის, ალერგოლოგ-იმუნოლოგის, დერმატოლოგ-ვენეროლოგის, თერაპევტის, ოფთალმოლოგის, ენდოკრინოლოგის და რადიოლოგის მომსახურებით.

ამასთნ, ექიმთან კონსულტაციების გარდა, აქციის ფარგლებში ჩატარდება: კომპიტერული სპირომეტრია (გარეგანი სუნთქვის ფუნქციის განსაზღვრა) CO2-ის განსაზღვრა ამოსუნთქულ ჰაერში, ფარისებრი ჯირკვლის ექოსკოსკოპია, ძვლის მეტაბოლიზმის დადგენა, კანის წარმონაქმნების დერმატოლოგიური კვლევა, სისხლში შაქრის რაოდენობის განსაზღვრა, ოფთალმისკოპია, ვიზომეტრია (მხედველობის დადგენა).

ცნობისთვის, აქცია ერთდღიანია და 10 ივლისს, 10:00-დან 18:00 საათამდე გაგრძელდება.

კვირის ამბები