საზოგადოება
06.07.2021 11:19
კარბის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარბის რეაბილიტირებულ სარწყავ სისტემაში წყალი გაშვებულია და შიდა ქართლის მოსახლეობას უკვე ემსახურება, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ავრცელებს.

საირიგაციო სისტემაზე ჩატარებულ სამუშაოებსა და რწყვის პროცესის მიმდინარეობას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი, დავით წითლიძე და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე გაეცნენ.

პროექტის ფარგლებში 10 კილომეტრამდე სიგრძის მაგისტრალური და წყალგამანაწილებელი არხები მოწესრიგდა. ასევე, არხები გაიწმინდა ნატანი მასისგან და რკინაბეტონის ღარებით მოპირკეთდა. მოეწყო ტიპიური ნაგებობები, წყალაღებისა და წყალგანაწილების კვანძები.

პროექტი, რომლის ღირებულებაც 468 700 ლარი გახლავთ შპს „საქართველოს მელიორაციამ“ განახორციელა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, სოფელ კარბისა და მერეთის ნაწილის 300 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სარწყავი წყლის მიწოდება გაუმჯობესდა.

კვირის ამბები