საზოგადოება
06.07.2021 11:06
სოფელ მერეთში პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთში პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ხორციელდება. როგორც გორის მერიაში განმარტავენ, პროექტი მიზნად ისახავს 14-დან 29- წლამდე ახალგაზრდების გაძლიერებასა და გააქტიურებას.

პროექტის გახსნის ღონისძიება მერეთის საჯარო სკოლის ეზოში გაიმართა, სადაც გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ახალგაზრდებს წარმატებები უსურვა, ხოლო ინიციატივის ორგანიზატორებს ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობის გაჩენისთვის მადლობა გადაუხადა.

GMnews-ის ინფორმაციით, გორის გარდა, აღნიშნული პროექტი 2022 წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ 3 მუნიციპალიტეტში - ზუგდიდში, წალენჯიხასა და ბოლნისში განხორციელდება. როგორც ცნობილია, პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“. პროექტს, რომელის მხარდამჭერიც ავსტრიის განვითარების სააგენტოა (ADA), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) აფინანსებს.

კვირის ამბები