საზოგადოება
06.07.2021 10:56
ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 407 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ ინ ფორმაცია Stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.  

საიტის ცნობით, ქვეყანაში კოვიდ- 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 371 293-ს შეადგენს.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულებს, ბოლო 24 საათში ვირუსი 591-მა პირმა დაამარცხა, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 355 718-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 10 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 383 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 407 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 922 შემთხვევა, აჭარა - 54, იმერეთი - 125, ქვემო ქართლი - 89, შიდა ქართლი - 32, გურია - 7, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 57, კახეთი - 72, მცხეთა-მთიანეთი - 23, სამცხე-ჯავახეთი - 15, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 166 საიდანაც, 2 961 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 658, აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 167 პირი.

კვირის ამბები