აცრების დაჯავშნის ელექტრონულ პორტალზე შიდა ქართლში ვაქცინაციის კიდევ ორ კლინიკაში გახდა შესაძლებელი ვიზიტის დაჯავშნა - ,,გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკასა და ,,გორმედის“ ქსელის ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში.
დილიდან, გორში, ვაქცინაციის რეგისტრაცია შესაძლებელი იყო მხოლოდ სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც ამ დროის მონაცემებით ყველა ადგილი შევსებულია.
რაც შეეხება კასპს, ვაქცინაციის კაბინეტი მოქმედებს შპს ,,მედალფას“ კასპის კლინიკაში, ხაშურში კი - შპს ,,ახალ კლინიკაში“.
შეგახსენებთ, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 3 ივლისს, ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის პორტალზე - booking.moh.gov.ge მასირებული კიბერშეტევა განხორციელდა.
რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/Hmis/Hmis.Queue.Web/#/.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს მოქალაქეებს, დროულად იზრუნონ Covid-19 საწინააღმდეგო ვაქცინით აცრის ჯავშნის რეგისტრაციაზე მათთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.
ამ ეტაპზე, აცრის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ,,სინოფარმის" ვაქცინაზე.