კულტურა
05.07.2021 11:23
ერისთავის სახელობის თეატრი პანდემიის გამო ჩაშლილი პრემიერების ჩვენებას აგრძელებს
გიორგი ერისთავის სახელობის თეატრი პანდემიის გამო ჩაშლილი პრემიერებისა და სპექტაკლების ჩვენებას აგრძელებს, როგორც თეატრში ამბობენ, შემოქმედებითი სეზონის დახურვას ამ ეტაპზე არ გეგმავენ და მაყურებელთან ურთიერთობის დროს ახანგრძლივებენ.
„როგორც წესი, ამ დროს თეატრებში სეზონი იხურება, მაგრამ პანდემიამ წესები მთლიანად შეცვალა. ჩვენც მაქსიმალურად ვინაზღაურებთ დაკარგულ დროს, ვერნაჩვენებ პრემიერებსა თუ მონატრებულ სპექტაკლებს და ვიხანგრძლივებთ თქვენთან ურთიერთობას. ამ ეტაპზე, თვის აფიშის გარეშე წარმოგიდგენთ: 10 ივლისს, საღამოს 7 საათზე, იაკობ გოგებაშვილის მიხედვით დადგმული თოჯინური სპექტაკლის მესამე საპრემიერო ჩვენებას - ,,სიყვარული შობს სიყვარულს“.
14 ივლისს, საღამოს 7 საათზე კი, საშუალება გექნებათ ფლორიან ზელერის „ვაჟიშვილს“ (ტრილოგიის პირველი ნაწილი) დაესწროთ.ყველა სიახლეს რომელსაც ვგეგმავთ ეტაპობრივად შეგატყობინებთ. მადლობა, რომ დადიხართ თეატრში,“ - ამბობენ გორის თეატრში.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო აღებული თითქმის 400 დღიანი პაუზის შემდეგ, გორის თეატრში დაშვებული ფარდა 2 აპრილს გაიხსნა.
კვირის ამბები