საზოგადოება
05.07.2021 11:20
შინდისსა და ვარიანში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში - შინდისსა და ვარიანში საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია გრძელდება. როგორც ადგილობრივ თვითმმართველობაში აცხადებენ, მიმდინარე პროექტი შიდა-სამეურნეო ქსელის რეაბილიტაციასაც ითვალისწინებს, ამიტომ დაგეგმილია განხორციელების დეტალების ადგილობრივი მოსახლეობისთვის გაცნობაც. მუშა პროცესში კი, მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მათი შენიშვნები და ინიციატივები.
გეგმის განხორციელების დეტალების უკვე განიხილეს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში. კონსტანტინე თავზარაშვილი პროექტის ინიციატორებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა. მერის განცხადებით, მიმდინარე პროცესის სწორად და ეფექტურად წარმართვისათვის, ადგილობრივი თვითმმართველობა აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე ღონისძიებებში.
აღსანიშნავია, რომ 2019-2020 წლებში შინდისსა და ვარიანში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ,,ზედა რუს“ საირიგაციო სისტემის რეაბილიტაცია განხორციელდა. ზემოხსენებული საირიგაციო სისტემა სარწყავი წყლით ძირითადად ვარიანისა და შინდისის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების სავარგულებს უზრუნველყოფს.
კვირის ამბები