საზოგადოება
02.07.2021 11:40
საქართველოში კოვიდ 19-ის 964 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 28 190 კვლევა ტესტით, შედეგად, გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 964 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 368 022-ს.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი და გარდაცვალების 8 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს 5 335 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 964 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 629 შემთხვევა, აჭარა - 25, იმერეთი - 77, ქვემო ქართლი - 54, შიდა ქართლი - 40, გურია - 9, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 30, კახეთი - 71, მცხეთა-მთიანეთი - 12, სამცხე-ჯავახეთი - 9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 9 430 საიდანაც 2 771 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის მძიმე პაციენტია 607 პირი.

კვირის ამბები