საზოგადოება
02.07.2021 11:23
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა იწყება
სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის მასშტაბური თანადაფინანსების პროგრამა იწყება. მთავრობის ინფორმაციით, პროგრამით, რომლის ბიუჯეტიც 50 მლნ ლარს შეადგენს, 6 000-მდე ფერმერი ისარგებლებს.
„მომავალი 10 წლის განმავლობაში გაგრძელდება და შემუშავდება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიზნობრივი პროგრამები. რის შედეგადაც საქართველო სრულად იქნება მექანიზირებული და აღჭურვილი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკით. 10-წლიანი გეგმის ფარგლებში, ჯამში, დაგეგმილია 1,7 მილიარდი ლარის ინვესტირება, საიდანაც სახელმწიფოს თანამონაწილეობა 700 მლნ ლარია. რაც შეეხება დღეის მგომარეობას, ჩვენი საგრანტო პროგრამების ფარგლებში, 900 ბენეფიციარმა შეიძინა ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და იმპლემენტები.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკისა და იმპლემენტების შესაძენად ჯამში, გაცემულია 124 მლნ ლარზე მეტი ღირებულების ორი ათასზე მეტი სესხი, სააგენტოს გაცემული თანადაფინანსება 12 მლნ ლარს აღემატება,“ - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები