კორონავირუსი დღეს კიდევ 30 აბიტურიენტს დაუდასტურდა, - ამის შესახებ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ განაცხადა.
გორგოძის ინფორმაციით, კოვიდ 19-ით ინფიცირება 20-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა გუშინ. მთლიანობაში, ორი დღის განმავლობაში ცნობილი გახდა, რომ ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულ 50-მდე აბიტურიენტს დაუდგინდა კორონავირუსული ინფექცია.
აბიტურიენტებისთვის, რომლებსაც კორონავირუსი დაუდასტურდათ, დამატებითი საგამოცდო სესია დაინიშნება.
შეგახსენებთ,1-ელ ივლისს, ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ