საზოგადოება
01.07.2021 14:43
პარტია „საქართველოსთვის“ ოფისი გორში, გოგებაშვილის ქუჩაზე გაიხსნა

პარტიამ „საქართველოსთვის“ კიდევ ერთი ოფისი გორში გახსნა. ახალი ოფისი პარტიის თავმჯდომარე გიორგი გახარიამ პოლიტსაბჭოს წევრებთან ერთად გახსნა.

„დღეს, ჩვენ, შიდა ქართლში, საქართველოს გულში, გორში ვხსნით პარტიის ახალ ოფისს და ასე დაიწყება პარტია „საქართველოსთვის“ საარჩევნო კამპანია მუნიციპალურ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად. მინდა, თითოეულ გორელს მადლობა გადავუხადო დღეს აქ, ჩვენთან მობრძანებისთვის, მხარდაჭერისთვის და მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვუღალატებთ ჩვენს პრინციპებს, ჩვენ ვიშრომებთ და ვიზრუნებთ ქვეყნის მომავლისთვის, ჩვენი მოაქალაქეების მომავლისთვის, ჩვენ არ ვებრძვით არავის, არავის წინააღმდეგ არ ვართ, ჩვენ ვართ მხოლოდ საქართველოსთვის და საქართველოს მომავლისთვის“, - განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ ხელმძღვანელმა.

გახარიას განცხადებით, პარტიის ძირითადი პროგრამა 3 კომპონენტისგან შედგება და ქვეყნის განვითარებას, დემოკრატიზაციას და უსაფრთხოების უზრუნველყოფას მოიცავს.

კვირის ამბები